1. კონტეინერი ან სხვა შესანახი საშუალება, რომელშიც ახალი თევზჭერის პროდუქტი ინახება ყინულში, უნდა იყოს წყალგაუმტარი და უზრუნველყოფდეს, რომ ყინულის დადნობის შედეგად მიღებული წყალი არ დარჩეს შეხებაში აღნიშნულ პროდუქტთან.

2. თევზჭერის პროდუქტის გემის ბორტზე გაყინული პარტია უნდა იყოს ადეკვატურად შეხვეული მისი ხმელეთზე ჩამოტვირთვამდე.

3. იმ შემთხვევაში, თუ თევზჭერის პროდუქტის შეხვევა ხორციელდება გემის ბორტზე, ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ შესაფუთი მასალა:

ა) არ წარმოადგენდეს დაბინძურების წყაროს;

ბ) ხელმეორედ გამოყენების შემთხვევაში, იძლეოდეს გაწმენდისა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დეზინფიცირების საშუალება