1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა რძის წარმოებას, უნდა აკმაყოფილებდეს რძის წარმოების ადგილსა და აღჭურვილობასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) რძის საწველი საშუალებები, ასევე წარმოების ადგილი, სადაც ხდება რძის შენახვა, დამუშავება ან გაგრილება, უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე შემცირდეს რძის დაბინძურების რისკი;

ბ) ადგილი, რომელიც გამოიყენება რძის შესანახად, უნდა იყოს:

ბ.ა) მავნებლებისაგან დაცული;

ბ.ბ) ცხოველის სადგომისაგან გამოცალკევებული;

ბ.გ) აღჭურვილი შესაბამისი რძის გასაცივებელი საშუალებებით;

ბ.დ) საჭიროების შემთხვევაში, უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე‑2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) იმ აღჭურვილობის (რძის საწველი, შესაგროვებელი და გადასაზიდი საშუალებები, ჭურჭელი, კონტეინერები და ა.შ.) ზედაპირი, რომელიც შეხებაშია რძესთან, უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების შესაძლებლობას;

დ) აღჭურვილობა (კონტეინერი, ჭურჭელი და ა.შ.), რომელიც გამოიყენება რძის ტრანსპორტირებისას, გამოყენების შემდეგ უნდა გაიწმინდოს და, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს მისი დეზინფიცირება ხელახლა გამოყენებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელახლა გამოყენება ხდება დროის მოკლე მონაკვეთში.

2. რძის წველის პროცესი, რძის შეგროვება და ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს შემდეგი ჰიგიენური მოთხოვნების დაცვით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:

ა) რძის წველის დაწყებამდე სარძევე ჯირკვლისა და მისი მიდამოების სისუფთავე;

ბ) საჭიროების შემთხვევაში ცხოველისაგან მიღებული რძის შემოწმება ორგანოლეპტიკური ან ფიზიო‑ქიმიური ანომალიების გამოვლენის მიზნით ან იმავე შედეგის მომცემი სხვა მეთოდის გამოყენება აღნიშნული ანომალიების გამოსავლენად. აღნიშნული ანომალიების აღმოჩენის შემთხვევაში რძე არ უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის;

გ) ადამიანის მიერ მოხმარებისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული იმ ცხოველისაგან მიღებული რძე, რომელსაც აღენიშნება სარძევე ჯირკვლის დაავადების კლინიკური ნიშნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნულს დასაშვებად თვლის ვეტერინარი ექიმი;

დ) მკურნალობის პროცესში მყოფი ან ვაქცინირებული ცხოველის იდენტიფიკაცია, ვინაიდან მკურნალობის შედეგად შესაძლებელია რძეში სამკურნალო პრეპარატის ნარჩენების დაგროვება. აღნიშნული ცხოველის რძე, ვაქცინაციის შემთხვევაში (ვაქცინის სპეციფიკიდან გამომდინარე) ან მკურნალობისათვის გამოყენებული ვეტერინარული პრეპარატის ცხოველისგან სრულ გამოდევნამდე, არ უნდა იქნეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის გამოყენებული.

3. რძის მოწველის დასრულებისთანავე რძე უნდა განთავსდეს სუფთა ადგილას მისი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით. რძის მოწველის დასრულებისთანავე რძე უნდა იქნეს გაგრილებული არა უმეტეს 8°C ტემპერატურაზე.

4. ტრანსპორტირების განმავლობაში რძე უნდა იქნეს შენარჩუნებული გრილ მდგომარეობაში და დანიშნულების ადგილზე მიტანისას რძის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 10°C‑ს.

5. ბიზნესოპერატორი არ არის ვალდებული დაიცვას ამ მუხლის მე‑3 და მე‑4 პუნქტებით განსაზღვრული პირობები იმ შემთხვევაში, თუ რძე აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნედლი რძის კრიტერიუმებს და, ამასთანავე:

ა) რძე გადამუშავდა მისი მოწველიდან 2 საათის განმავლობაში; ან

ბ) ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე, რძის გარკვეული პროდუქტის წარმოებისათვის საჭიროა ამ მუხლის მე‑3 და მე‑4 პუნქტებით გათვალისწინებულზე უფრო მაღალი ტემპერატურ