1. ნედლი რძისა და რძის პროდუქტის ეტიკეტირება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ამასთან, ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) ნედლი რძის შემთხვევაში, თუ ის პირდაპირ მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს, ეტიკეტზე უნდა აღინიშნოს სიტყვები „ნედლი რძე“;
ბ) იმ პროდუქტის შემთხვევაში, რომელიც იწარმოება ნედლი რძისაგან და რომლის წარმოების პროცესი არ ითვალისწინებს პროდუქტის თერმულ დამუშავებას ან სხვა რაიმე სახის ფიზიკურ ან ქიმიურ დამუშავებას, ეტიკეტზე უნდა აღინიშნოს სიტყვები „დამზადებულია ნედლი რძისაგან“.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება იმ ნედლი რძისა და რძის პროდუქტის მიმართ, რომლებიც განკუთვნილია საცალო ვაჭრობისათვი