ბიზნესოპერატორი, რომელიც აწარმოებს კვერცხის პროდუქტს კვერცხის ნედლი მასალით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) კვერცხის პროდუქტისა და თხევადი კვერცხის საწარმოებლად განკუთვნილი კვერცხის ნაჭუჭი არ უნდა იყოს გატეხილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაბზარული კვერცხი სწრაფად გამოიყენება კვერცხის პროდუქტის ან თხევადი კვერცხის საწარმოებლად;
ბ) თხევადი კვერცხი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც ნედლი მასალა კვერცხის პროდუქტის წარმოებისათვის, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის 51‑ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებ