ბიზნესოპერატორმა, რომელიც ახორციელებს ბაყაყის კიდურების ან ლოკოკინების წარმოებას ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობების დაცვა:

ა) საწარმოში ცოცხალი ბაყაყის შენახვა, გარეცხვა, დაკვლა და სისხლგართმევა უნდა მოხდეს დამზადების პროცესისაგან დროში ან სივრცეში განცალკევებულად;

ბ) ადამიანის მიერ მოხმარებისათვის არ უნდა დამზადდეს ისეთი ბაყაყი და ლოკოკინა, რომლებიც არ იქნა მოკლული/დაკლული საწარმოში;

გ) ბაყაყებს და ლოკოკინებს უნდა ჩაუტარდეთ ორგანოლეპტიკური შეფასება ნიმუშის აღების გზით. თუ ასეთი შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ბაყაყი ან ლოკოკინა შესაძლოა შეიცავდეს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ისინი არ უნდა იქნენ გამოყენებული ადამიანის მიერ მოხმარებისთვის;

დ) დამზადებისთანავე ბაყაყის კიდურები უნდა გაირეცხოს სასმელი წყლით და გაცივდეს ყინულის დნობის ტემპერატურაზე (0–2°C), გაიყინოს ან გადამუშავდეს;

ე) მოკვლის შემდეგ ლოკოკინას უნდა მოსცილდეს და არ უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანის მიერ მოხმარებისთვის ღვიძლი და პანკრეასი, თუ ის წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

თავი XI

ჰიგიენის სპეციალური მოთხოვნები ცხოველის გადამდნარი ცხიმისა და ხიწიწის მიმა