1. კვერცხის პროდუქტის პარტიას, რომელიც განკუთვნილია არა საცალო ვაჭრობისათვის, არამედ ინგრედიენტის სახით სხვა პროდუქტის საწარმოებლად, უნდა ჰქონდეს ამ წესის მე‑4 მუხლის მე‑2 და მე‑3 პუნქტებით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო ნიშანი.
2. კვერცხის პროდუქტის პარტიას, რომელიც განკუთვნილია არა საცალო ვაჭრობისათვის, არამედ ინგრედიენტის სახით სხვა პროდუქტის საწარმოებლად, ასევე უნდა ჰქონდეს ეტიკეტი კვერცხის პროდუქტის შენახვისათვის საჭირო ტემპერატურისა და შენახვის ვადის მითითებით.
3. თხევადი კვერცხის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი და მე‑2 პუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, ეტიკეტზე ასევე უნდა განთავსდეს კვერცხის გატეხვის თარიღი და საათი და შემდეგი წინადადება: „არაპასტერიზებული თხევადი კვერცხი – დამუშავდეს დანიშნულების ადგილას“.
ჰიგიენის სპეციალური მოთხოვნები ბაყაყის კიდურებისა და ლოკოკინების დამზადების პროცესის მიმა