1. ბიზნესოპერატორმა, რომელიც ეწევა ცხოველის კუჭის, შარდის ბუშტისა და ნაწლავების დამუშავებას მათი ბაზარზე განთავსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:

ა) კუჭი, შარდის ბუშტი და ნაწლავები უნდა იყოს დამარილებული, თერმულად დამუშავებული ან გამომშრალი;

ბ) კუჭის, შარდის ბუშტისა და ნაწლავების ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამუშავების შემდეგ, მათი დაბინძურების აცილებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

2. დამუშავებული კუჭი, შარდის ბუშტი და ნაწლავები, რომელთა შენახვა შეუძლებელია გარემომცველ ტემპერატურაზე, ბაზარზე განთავსებამდე შენახული უნდა იყოს გაცივებულ მდგომარეობაში. კუჭი, შარდის ბუშტი და ნაწლავები, რომლებიც არ არის დამარილებული ან გამომშრალი, უნდა იქნეს შენახული არა უმეტეს 3oC ტემპერატურაზ