1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველის გადამდნარი ცხიმის და ხიწიწის საწარმოებლად განკუთვნილი ნედლი მასალის შეგროვებას, ვალდებულია უზრუნველყოს ნედლი მასალის შეგროვების ადგილისა და სატრანსპორტო საშუალების (რომლითაც ხდება ნედლი მასალის ტრანსპორტირება საწარმომდე მისი გადამუშავების მიზნით) აღჭურვა, რათა შესაძლებელ იქნეს ნედლი მასალის შენახვა იმგვარად, რომ პროდუქტის ტემპერატურამ მიაღწიოს არა უმეტეს 7°C‑ს.

2. ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს ცხოველის გადამდნარი ცხიმისა და ხიწიწის საწარმოებლად განკუთვნილი ნედლი მასალის გადამუშავებას, უნდა გააჩნდეს:

ა) გასაყინი აღჭურვილობა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი აღჭურვილობა იმ პროდუქტების დასამზადებლად, რომლებიც მოიცავს ცხოველის გადამდნარი ცხიმისა და სხვა სურსათის ან/და სანელებლების ნარევს.

3. ბიზნესოპერატორი არ არის ვალდებული დაიცვას ამ მუხლის პირველი პუნქტითა და მე‑2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ ნედლი მასალისაგან ცხიმის გამოდნობა მოხდა 12 საათის განმავლობაში მისი მოპოვების მომენტიდა