1. დიოქსინის მონიტორინგი, ნედლი მცენარეული ზეთისა და ცხიმის გადამუშავებისას, წარმოებს მცენარეული წარმოშობის ზეთებისა და ცხიმებისაგან მიღებული პროდუქტის პარტიების 100%-ში, გარდა:
ა) გლიცერინისა;
ბ) ლეციტინისა;
გ) ფისისა;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა.
2. დიოქსინის მონიტორინგი ნედლი მცენარეული ზეთისა და ცხიმის ქიმიური გადამუშავების შედეგად მიღებული ზეთოვანი მჟავების, საპნის მისაღებად განკუთვნილი ნედლეულის, გამოყენებული ფილტრაციის საშუალებების, გამოყენებული მათეთრებელი თიხის და ნედლი ქოქოსის ზეთის შემოსული პარტიების გამოკვლევა და დოკუმენტურად დადასტურება ხორციელდება, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის ნაწილ