1. დიოქსინის მონიტორინგისთვის ცხიმის შემრევ საწარმოში გამოკვლეული უნდა იქნეს შემოსული პარტიების 100%:
ა) ნედლის ქოქოსის ზეთისა;
ბ) ცხოველური ცხიმისა, რომელიც არ განსაზღვრული ამ წესის 25-ე ან 31-ე მუხლებით;
გ) თევზის ქონისა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის 26-ე ან 31 მუხლებით;
დ) ცხიმისა და ზეთისა, რომელიც აღდგენილია ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილების რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ;
ე) ცხიმებისა და ზეთების ნარევისა და ზეთებისა და ცხიმებისგან ნაწარმოები პროეუქტებისა, გარდა გლიცერინისა, ლეციტინისა, ფისისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტისა.
2. ცხიმის შემრევ საწარმოში ქიმიური რაფინირების შედეგად მიღებული ზეთოვანი მჟავების, გაყოფის შედეგად მიღებული ცხიმოვანი მჟავების, გაყოფის შედეგად მიღებული სუფთა გამოხდილი ცხიმოვანი მჟავებისა და საპნის მისაღებად განკუთვნილი ნედლეულის დიოქსინზე გამოკვლევა და დოკუმენტურად დადასტურება ხორციელდება:
ა) როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის ნაწილი;
ბ) ან ცხოველის საკვებისთვის განკუთვნილი ცხიმებისა და ზეთების ნარევის შემთხვევაში – პარტიის 100%.
3. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა უნდა შეატყობინოს სააგენტოს, თუ რომელ ალტერნატივას ირჩევს ამ მუხლის მე-2 პუნქტით შემოთავაზებული ვარიანტებიდა