1. დიოქსინის მონიტორინგისათვის სასურსათო დანიშნულების ცხოველებისთვის განკუთვნილი ცხოველის კომბინირებული საკვების საწარმოში, გარდა ამ წესის 29-ე მუხლით განსაზღვრულისა, გამოკვლეულ უნდა იქნეს შემოსული პარტიების 100%:
ა) ნედლი ქოქოსის ზეთისა;
ბ) ცხოველური ცხიმებისა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის 25-ე ან 31-ე მუხლებით;
გ) თევზის ქონისა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის 26-ე ან 31-ე მუხლებით;
დ) ცხიმისა და ზეთისა, რომელიც აღდგენილია ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილების რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული სურსათის ბიზნესოპერატორების მიერ;
ე) ცხიმების და ზეთების ნარევისა, ზეთებისა და ცხიმებისგან ნაწარმოები პროდუქტების 100%, გარდა გლიცერინისა, ლეციტინისა, ფისისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა.
2. სასურსათო დანიშნულების ცხოველებისთვის განკუთვნილი ცხოველის კომბინირებული საკვების საწარმოში ქიმიური რაფინირების შედეგად მიღებული ზეთოვანი მჟავების, გაყოფის შედეგად მიღებული ცხიმოვანი მჟავების, გაყოფის შედეგად მიღებული სუფთა გამოხდილი ცხიმოვანი მჟავების, საფილტრი საშუალებების, მათეთრებელი თიხის და საპნის მისაღებად განკუთვნილი ნედლეულის დიოქსინზე გამოკვლევა და დოკუმენტურად დადასტურება ხორციელდება როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის ნაწილი.
3. სასურსათო დანიშნულების ცხოველებისთვის განკუთვნილი ცხოველის კომბინირებული საკვების საწარმოში, რომელიც აწარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პროდუქტების შემცველ ცხოველის კომბინირებულ საკვებს, დიოქსინის მონიტორინგი ხორციელდება პარტიის 1%-შ