1. მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი, პროდუქტის მიღებიდან მის ბაზარზე განთავსებამდე (მათ შორის ექსპორტის დროს საბოლოო დანიშნულების ადგილამდე), ცხოველის საკვების დილერი, რომელიც არ ინახავს (ასაწყობებს) პროდუქტს საკუთარ დაწესებულებაში, ვალდებულნი არიან აწარმოონ შესაბამისი ჩანაწერები, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას პროდუქტის შეძენის, წარმოების და გასხვისების შესახებ.

2. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი, გარდა დილერისა, რომელიც არ ასაწყობებს (ინახავს) პროდუქციას საკუთარ საწარმოში, ვალდებულია აწარმოოს და შეინახოს:

ა) წარმოების პროცესთან და კონტროლთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელშიც გაწერილია წარმოების პროცესისათვის კრიტიკული საკონტროლო წერტილები და მათი კონტროლი წარმოების პროცესში, ხარისხის კონტროლის გეგმის შედგენა და განხორციელება. შენახული უნდა იქნეს შესაბამისი კონტროლის შედეგები. ამ ტიპის დოკუმენტების შენახვა უნდა მოხდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მიმოქცევაში მყოფი პროდუქტის თითოეული პარტიის წარმოების ისტორიისათვის თვალის მიდევნება და პასუხისმგებლობის დადგენა, საჩივრის წამოჭრის შემთხვევაში;

ბ) მიკვლევდობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

ბ.ა) ცხოველის საკვების დანამატებისთვის:

ბ.ა.ა) წარმოებული დანამატების ჯგუფი და რაოდენობა, წარმოების დრო და საჭიროების შემთხვევაში, პარტიის ნომერი ან წარმოებული პარტიის კონკრეტული ნაწილი, უწყვეტი წარმოების პირობებში;

ბ.ა.ბ)   შემძენი საწარმოს ან გამომყენებლის (საწარმო ან ფერმა) მისამართი და დასახელება, დანამატების ჯგუფი და რაოდენობა, საჭიროების შემთხვევაში, წარმოების დრო, პარტიის ნომერი ან წარმოებული პარტიის კონკრეტული ნაწილი, უწყვეტი წარმოების პირობებში;

ბ.ბ) სასურსათო და არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვებისათვის:

ბ.ბ.ა) წარმოებული პროდუქტის ჯგუფი, რაოდენობა, წარმოების დრო და საჭიროების შემთხვევაში, პარტიის ნომერი ან წარმოებული პარტიის კონკრეტული ნაწილი, უწყვეტი წარმოების პირობებში;

ბ.ბ.ბ) პროდუქტის შემძენი საწარმო ან გამომყენებელის მისამართი (საწარმო ან ფერმა) და დასახელება, პროდუქტის ჯგუფი, რაოდენობა და საჭიროების შემთხვევაში პარტიის ნომერი ან წარმოებული პარტიის კონკრეტული ნაწილი, უწყვეტი წარმოების პირობებში;

ბ. გ) პრემიქსებისათვის:

ბ.გ.ა)   დანამატების მწარმოებლის ან მიმწოდებლის დასახელება და მისამართი, გამოყენებული დანამატების ჯგუფი და რაოდენობა და საჭიროების შემთხვევაში, პარტიის ნომერი ან წარმოებული პარტიის კონკრეტული ნაწილი, უწყვეტი წარმოების პირობებში;

ბ.გ.ბ)   პრემიქსის წარმოების თარიღი და საჭიროების შემთხვევაში პარტიის ნომერი;

ბ.გ.დ)  შემძენი საწარმოს დასახელება და მისამართი, მიტანის თარიღი, მიტანილი პრემიქსის ჯგუფი და რაოდენობა და საჭიროების შემთხვევაში, პარტიის ნომერი.

ბ.დ.) ცხოველის კომბინირებული საკვების მასალებისთვის:

ბ.დ.ა) დასახელება და მისამართი დანამატების/პრემიქსის მწარმოებელის ან მიმწოდებლის, გამოყენებული პრემიქსის ჯგუფი, რაოდენობა და საჭიროების შემთხვევაში პარტიის ნომერი;

ბ.დ.ბ) ცხოველის საკვების მასალებისა და სრულყოფილი (ბალანსირებული) ცხოველის საკვების შეძენის თარიღი, მწარმოებელი საწარმოს ან მომწოდებლის დასახელება და მისამართი;

ბ.დ.გ)  ცხოველის კომბინირებული საკვების ტიპი, რაოდენობა, შემადგენლობა;

ბ.დ.დ) ცხოველის საკვების მასალების ან წარმოებული ცხოველის კომბინირებული საკვების ჯგუფი, რაოდენობა, წარმოების თარიღი, შემძენის დასახელება და მისამართი (მაგ., ფერმერი, სხვა ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი