1. ცხოველის საკვები უნდა შეინახოს განცალკევებით, ქიმიური და ცხოველის საკვებად აკრძალული ნივთიერებებისაგან. შესანახი სათავსო და კონტეინერები შენახული უნდა იყოს სუფთა, მშრალ მდგომარეობაში, ამასთან, დანერგილი უნდა იყოს მავნებლებთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებები; ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით შესანახი სათავსო და კონტეინერების დასუფთავება უნდა მოხდეს რეგულარულად.
2. მარცვლეული უნდა იანხებოდეს ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
3. ცხოველის საკვების არამიზნობრივი გამოყენების რისკის აღმოფხვრის მიზნით, სხვადასხვა კატეგორიის ან სახეობის ცხოველებისათვის სამკურნალო და არასამკურნალო დანიშნულების ცხოველის საკვები უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკ