1. სადგომში ცხოველის კვებისათვის საკვების განაწილების სისტემის მოწყობა უნდა განხორციელდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ცხოველის საკვების სწორი მიმართულებით განაწილება. საკვების განაწილებისა და კვების პროცესში, საკვები უნდა განთავსდეს ისე, რომ არ დაბინძურდეს შენობა-ნაგებობიდან და მოწყობილობებიდან. დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, დაავადებული ცხოველისათვის განკუთვნილი სამკურნალო საკვები არ უნდა ხვდებოდეს შეხებაში ცხოველის არასამკურნალო დანიშნულების საკვებთან.
2. სადგომში ცხოველის საკვების სატრანსპორტო საშუალებები და ცხოველის საკვების აღჭურვილობა-მოწყობილობების გასუფთავება უნდა მოხდეს პერიოდულად, განსაკუთრებით, როდესაც სადგომში მიიღება და ნაწილდება ცხოველის სამკურნალო დანიშნულების საკვებ