თავი VI — სასურსათო დანიშნულების ცხოველის კვების კარგი პრაქტიკა
1. ცხოველისთვის ან აკვაკულტურისთვის გამიზნული წყლის შესაბამისი ხარისხი უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. საფრთხის შემთხვევაში, მისი შეფასებისა და შემცირების მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყოს წყლიდან ცხოველისა და ცხოველური პროდუქტის დაბინძურების თავიდან აცილება.
2. ცხოველის საკვებისა და წყლის მისაწოდებელი მოწყობილობები დაგეგმილი და მოწყობილი უნდა იქნეს ისე, რომ ცხოველის საკვებისა და წყლის დაბინძურება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. სადაც შესაძლებელია, წყალგაყვანილობის სისტემა უნდა გაიწმინდოს რეგულარულა