1. სადგომი უნდა მოეწყოს ისე, რომ იგი იძლეოდეს დასუფთავების შესაძლებლობას. სადგომი და გამოსაკვები აღჭურვილობა-მოწყობილობა უნდა დასუფთავდეს საფუძვლიანად და რეგულარულად, რათა მოხდეს პოტენციური საფრთხეების თავიდან აცილება. გასაწმენდად და დეზინფექციისათვის გამოყენებული ქიმიური საშუალებების მოხმარებისას დაცული უნდა იყოს მათი გამოყენების ინსტრუქციები და უნდა ინახებოდეს განცალკევებით ისე, რომ არ მოხდეს მათი შეხება ცხოველის საკვებთან და გამოსაკვებ არესთან.

2. მავნებლების კონტროლის სისტემით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მავნებლების შეღწევის კონტროლი სადგომში ცხოველის საკვების, ქვეშსაგების და სადგომის დაბინძურების ალბათობის შემცირების უზრუნველსაყოფად.

3. დაცული უნდა იქნეს შენობებისა და გამოსაკვები მოწყობილობა-აღჭურვილობის სისუფთავე. უნდა დაინერგოს ნაკელის, ნარჩენებისა და ცხოველის საკვების დაბინძურების სხვა შესაძლო წყაროების რეგულარულად გატანის/მოცილების სისტემები.

4. სადგომში გამოყენებული ცხოველის საკვები და ქვეშსაგები უნდა შეიცვლოს ხშირად და არ უნდა მოხდეს მისი დაობებ