1. იმპორტიორები, რომლებიც ბაზარზე განათავსებენ ამ მუხლით განსაზღვრულ ცხოველის საკვებს, დიოქსინზე გამოკვლეული უნდა იქნეს:

ა) ნედლი ქოქოსის ზეთის, ცხოველური ცხიმების, თევზის ქონის, სურსათის მწარმოებელი ბიზნესოპერატორებიდან მიღებული ზეთებისა და ცხიმების, ნარევი ცხიმებისა და ზეთების, მცენარეული ზეთიდან მიღებული ტოკოფეროლებისა და მათგან დამზადებული ტოკოფეროლის აცეტატის და ზეთისა და ცხიმებისგან წარმოებული იმპორტირებული პარტიების 100%, გარდა:

ა.ა) გლიცერინისა;

ა.ბ) ლეციტინისა;

ა.გ) ფისისა;

ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა;

ა.ე) ქიმიური რაფინირების შედეგად მიღებული ზეთოვანი მჟავების, გაყოფის შედეგად მიღებული ნედლი ცხიმოვანი მჟავების, გაყოფის შედეგად მიღებული სუფთა გამოხდილი ცხიმოვანი მჟავების და საპნის მისაღებად განკუთვნილი ნედლეულის დიოქსინზე გამოკვლევა და დოკუმენტურად დადასტურება წარმოებს, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის ნაწილი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხოველის საკვები დიოქსინზე გამოკვლეული უნდა იყოს იმპორტის განხორციელებამდე და გამოკვლევის შედეგები უნდა ერთოდეს იმპორტის შესაბამის სერტიფიკატ