1. თუ შესაძლებელი იქნება იმის დემონსტრირება, რომ ერთგვაროვანი ტვირთი ამ წესის 23-ე-31-ე მუხლებით განსაზღვრული პარტიის მაქსიმალურ ზომაზე მეტია და აღებულ იქნა რეპრეზენტატიური ნიმუში, მაშინ სათანადოდ აღებული და დალუქული ნიმუშის გამოკვლევის შედეგები მიიჩნევა მისაღებად.
2. თუ ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი დოკუმენტურად დაადასტურებს, რომ მის საწარმოში შემავალი პროდუქტის მთლიანი პარტია ან მისი ყველა კომპონენტი, ამ წესის 23-ე-31-ე მუხლების შესაბამისად, ლაბორატორიულად გამოკვლეულია დიოქსინზე წარმოების, გადამუშავების ან დისტრიბუციის ადრეულ სტადიაზე, მაშინ ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი თავისუფლდება პროდუქტის ამ პარტიის ლაბორატორიული გამოკვლევისგან.
3. ამ წესის 23-ე-31-ე მუხლების შესაბამისად დიოქსინზე გამოკვლეულ ნებისმიერ პროდუქტს მიწოდებისას თან უნდა ახლდეს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ეს პროდუქტი ან მისი ყველა კომპონენტი გამოკვლეულია ან გადაგზავნილია გამოსაკვლევად ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ აკრედიტებულ ლაბორატორიაში, გარდა ამ წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 25-ე მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, 27-ე მუხლის მე-3, 28-ე მუხლის მე-3, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და 31-ე მუხლის ,,ა.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა.
4. დიოქსინზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების მტკიცებულება ცალსახად უნდა უკავშირდებოდეს მიწოდებას და პარტიას ან გამოკვლეულ პარტიებს. ეს კავშირი აღწერილი უნდა იყოს მომწოდებლის ადგილმდებარეობის ადგილას მოქმედ დოკუმენტურად დადასტურებულ მიკვლევადობის სისტემაში. კერძოდ, როდესაც მიწოდება ხორციელდება ერთზე მეტი პარტიიდან ან კომპონენტიდან, დოკუმენტური მტკიცებულება წარმოდგენილი უნდა იქნეს მიწოდებულ თითოეულ კომპონენტზე. იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიული გამოკვლევა ხორციელდება გამავალ პროდუქტზე, იმის დასადასტურებლად, რომ პროდუქტს ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევა, მას თან უნდა ახლდეს ლაბორატორიული გამოცდის ოქმი.
5. ამ წესის 25-ე მუხლის ან 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტის მიწოდებისას თან უნდა ახლდეს მტკიცებულება ამ პროდუქტების ამ წესის 25-ე მუხლის ან 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიული გამოკვლევის მტკიცებულება, რომელიც მოიცავს მიწოდებულ პარტიას ან პარტიებს, ბიზნესოპერატორის მიერ უნდა გადაეცეს ტვირთის მიმღებს, ლაბორატორიიდან გამოკვლევის შედეგების მიღების შემდეგ.
6. თუ ამ წესის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქტების შემოსულ პარტიებს ჩაუტარდება ლაბორატორიული გამოკვლევა ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და შესაძლებელი იქნება იმის დადასტურება, რომ საწარმოო პროცესი, ჰენდლინგი და შენახვა არ გაზრდის დიოქსინით დაბინძურებას, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი თავისუფლდება გამავალი პროდუქტის გამოკვლევის ჩატარების ვალდებულებისაგან და უნდა შემოწმდეს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის შესაბამისად.
7. თუ ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიაში განახორციელებს გამოკვლევას, მან ინსტრუქცია უნდა მისცეს ლაბორატორიას, რომ გადააგზავნოს გამოკვლევის შედეგები სააგენტოში იმ შემთხვევაში, თუ დიოქსინი აჭარბებს ამ წესის დანართი N2-ით დადგენილ ზღვრებს.
8. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს ლაბორატორიული გამოკვლევისათვის სხვა ქვეყნის ლაბორატორიის შერჩევის თაობაზე. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ლაბორატორია ატარებს გამოკვლევას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისა