1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ბაზარზე განათავსებს ცხოველის საკვებში გამოსაყენებელ ცხიმებს, ზეთებს ან მათგან მიღებულ პროდუქტს, მათ შორის, ცხოველის კომბინირებულ საკვებს, ვალდებულია გამოიკვლიოს ამ პროდუქტებში დიოქსინისა და დიოქსინის მსგავსი PBCS-ის ჯამური რაოდენობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის სრულყოფისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლაბორატორიული გამოკვლევები აწარმოოს ამ წესის 24-ე-31-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისად განსაზღვრული სიხშირით.
3. თუ ლაბორატორიული კვლევების სიხშირე არა არის განსაზღვრული, გამოსაკვლევი პროდუქტის პარტია არ უნდა აღემატებოდეს 1000 ტონა