1. ოლეოქიმიური პროდუქტების საწარმოში, რომელიც ცხოველის საკვებს განათავსებს ბაზარზე, დიოქსინზე გამოკვლეული უნდა იქნეს შემოსული პარტიების 100%:
ა) ცხოველური ცხიმებისა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის 25-ე ან 31-ე მუხლებით;
ბ) თევზის ქონისა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის 26-ე ან 31-ე მუხლებით;
გ) ცხიმისა და ზეთისა, რომელიც აღდგენილია ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილების რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ.
2. ოლეოქიმიური პროდუქტების საწარმოში, რომელიც ცხოველის საკვებს განათავსებს ბაზარზე, დიოქსინზე გამოკვლეული უნდა იქნეს ბაზარზე ცხოველის საკვების სახით განთავსებული ზეთებისა და ცხიმებისგან წარმოებული პროდუქტის პარტიების 100%, გარდა:
ა) გლიცერინისა;
ბ) გაყოფით მიღებული გამოხდილი ცხიმოვანი მჟავებისა;
გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა.
3. ოლეოქიმიური პროდუქტების საწარმოში, რომელიც ცხოველის საკვებს განათავსებს ბაზარზე, გაყოფით მიღებული ნედლი ცხიმოვანი მჟავების, გლიცერინით ესტერიფიცირებული ცხიმოვანი მჟავების, მონო და დიგლიცერიდების ცხიმოვანი მჟავების, ცხიმოვანი მჟავების მარილების და ნედლი ქოქოსის ზეთის შემოსული პარტიების დიოქსინზე გამოკვლევა და დოკუმენტურად დადასტურება ხორციელდება, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის ნაწილ