1. საჭიროების შემთხვევაში, ხარისხის კონტროლისათვის, ინიშნება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პასუხისმგებელი პირი.

2. ხარისხის კონტროლის სისტემის ფარგლებში, ბიზნესოპერატორი უნდა იყენებდეს შესაბამისი პერსონალითა და მოწყობილობებით აღჭურვილ ლაბორატორიას.

3. ხარისხის მართვის გეგმა უნდა იქნეს შედგენილი წერილობით და მოიცავდეს წარმოების დროს კრიტიკული საკონტროლო წერტილების შემოწმებას, ნიმუშის აღების პროცედურებსა და სიხშირეს, გამოკვლევის მეთოდებსა და სიხშირეს, სპეციფიკაციებთან შესაბამისობას, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში – ღონისძიებებს ნედლეულიდან საბოლოო პროდუქტამდე.

4. მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია აწარმოოს ჩანაწერები და იქონიოს დოკუმენტები საბოლოო პროდუქტში გამოყენებული ნედლეულის შესახებ. ასეთი დოკუმენტები უნდა იყოს ხელმისაწვდომი სააგენტოსთვის პროდუქტის გამოყენების შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, როდესაც პროდუქტი განთავსებულია ბაზარზე.

5. ნიმუშები ინგრედიენტებიდან და წარმოებული და ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ყოველი პარტიიდან ან წარმოების კონკრეტული ნაწილიდან (უწყვეტი წარმოების შემთხვევაში) აღებული უნდა იქნეს სათანადო რაოდენობით და შენახული, ბიზნესოპერატორის მიერ წინასწარ დაწესებული პროცედურის შესაბამისად, მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, მხოლოდ მწარმოებლის პირადი საჭიროებისათვის.

6. ნიმუშები ილუქება და ადვილად იდენტიფიცირებისათვის ხდება ნიშანდება. ამასთან, ისინი უნდა ინახებოდეს ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს ნიმუშების შემადგენლობაში რაიმე უჩვეულო ცვლილების ან გაყალბების თავიდან აცილებას.

7. ნიმუშები ინახება ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების პერიოდში ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე და ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის.

8. ბიზნესოპერატორი, რომელიც აწარმოებს არასასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვებს, ვალდებულია შეინახოს მხოლოდ მზა პროდუქტის ნიმუშებ