1. პირველადი წარმოების ბიზნესოპერატორი ვალდებულია, აწარმოოს საფრთხის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩანაწერები შესაბამისი საშუალებებითა და შესაბამის პერიოდებში, ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის ტიპიდან და წარმადობიდან გამომდინარე.

2. პირველადი წარმოების ბიზნესოპერატორი ვალდებულია, განსაკუთრებით, აწარმოოს ჩანაწერები:

ა) მცენარეთა დაცვის საშუალებების და ბიოციდების გამოყენებაზე;

ბ) მავნებლების ან დაავადების გამოვლენაზე, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს პირველადი პროდუქტის უვნებლობაზე;

გ) დიაგნოსტიკური მიზნებისათვის აღებული ნიმუშების, რომელსაც აქვს მნიშვნელობა ცხოველის საკვების უვნებლობისთვის ან პირველადი პროდუქტიდან აღებული ნიმუშების გამოკვლევის შედეგებზე;

დ) მიღებული ნედლეულის რაოდენობასა და მომწოდებელზე, გაცემული ცხოველის საკვების რაოდენობასა და მიმღებზე.

3. პირველადი წარმოების ბიზნესოპერატორი ვალდებულია ჩანაწერები შეინახოს სამი წლის განმავლობაში და მოთხოვნისას ხელმისაწვდომი გახადოს სააგენტოსთვის.

4. სხვა პირებმა, როგორიცაა ვეტერინარი, აგრონომი და ფერმის ტექნიკური პერსონალი, შესაძლოა დახმარება აღმოუჩინონ ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს ფერმაში მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობათა შესაბამისი ჩანაწერების წარმოებაშ