1. ცხოველის საკვების წარმოებისა და შესანახად განკუთვნილი სათავსოები, აღჭურვილობა, კონტეინერები, ყუთები, სატრანსპორტო საშუალებები და მათ ირგვლივ არსებული გარემო უნდა იყოს სუფთა.

2. ბიზნესოპერატორს შემუშავებული და დანერგილი უნდა ჰქონდეს დასუფთავებისა და მავნებლებთან ბრძოლის ეფექტიანი პროგრამა.

3. საწარმოსა და მისი აღჭურვილობის განლაგება, დიზაინი, კონსტრუქცია და ზომა უნდა იძლეოდეს:

ა) სათანადო დასუფთავების ან/და დეზინფექციის ჩატარების საშუალებას;

ბ) შესაძლებლობას, რომ შეცდომისგან გამოწვეული რისკი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი და თავიდან იცილებდეს დაბინძურებას, ჯვარედინ დაბინძურებას და ნებისმიერ გვერდით მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებულია პროდუქტის უვნებლობასა და ხარისხთან; მანქანა-დანადგარები, რომლებიც შეხებაშია ცხოველის საკვებთან, ექვემდებარება გაშრობას ნებისმიერი სველი დასუფთავების შემდეგ.

4. საწარმო და აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება ცხოველის საკვების შერევის ან/და წარმოებისას, უნდა გადიოდეს პროდუქტის შესაბამის და რეგულარულ შემოწმებას ბიზნესოპერატორის მიერ წინასწარ გაწერილი პროცედურების შესაბამისად, კერძოდ:

ა) ცხოველის საკვების წარმოებაში გამოყენებული გაზომვის/აწონის ყველა საშუალება, რომელიც გამოიყენება აწონისათვის ან მოცულობის დასადგენად, დამოწმებული და დაკალიბრებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ცხოველის საკვების წარმოებაში გამოყენებული ყველა შემრევი უნდა შეესაბამებოდეს შერეული წონისა და მოცულობის მნიშვნელობებს და შესაძლებელს ხდიდეს შესაბამისი ერთგვაროვანი ნარევებისა და ერთგვაროვანი ნაზავების წარმოებას. ბიზნესოპერატორმა უნდა აჩვენოს (დაადასტუროს) შემრევების ეფექტურობა ერთგვაროვნობასთან დაკავშირებით.

5. შენობა-ნაგებობები უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი ბუნებრივი და/ან ხელოვნური განათებით.

6. სადრენაჟო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს დასახულ მიზანს და უნდა იყოს დაგეგმარებული და მოწყობილი ისე, რომ გამორიცხავდეს ცხოველის საკვების დაბინძურების საფრთხეს.

7. ცხოველის საკვების წარმოებაში გამოყენებული წყლის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. წყლის მილსადენი უნდა იყოს ინერტული ბუნების.

8. საკანალიზაციო, გამდინარე და წვიმის წყლის განკარგვა უნდა მოხდეს ისე, რომ არ იქონიოს გავლენა მოწყობილობა-დანადგარებზე და ცხოველის საკვების უვნებლობასა და ხარისხზე. უნდა მოხდეს დაზიანებისა და მტვრის კონტროლი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მავნებლების შეღწევა.

9. საჭიროების შემთხვევაში, ფანჯრები და სხვა ღიობები დაცული უნდა იქნეს მავნებლებისაგან. კარები კარგად უნდა იხურებოდეს და დაცული იქნეს მწერებისგან, როდესაც დახურულია.

10. საჭიროებისას, ჭერი და მასზე მიმაგრებული განათება უნდა დაპროექტდეს და მოეწყოს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჭუჭყის დაგროვება და კონდენსაცია, არასასურველი ობის ზრდა და ნაწილების ცვენა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ცხოველის საკვების უვნებლობასა და ხარისხზ