1. ბიზნესოპერატორს უნდა ჰყავდეს კვალიფიციური პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება წარმოებაზე.
2. ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს წარმოების სხვადასხვა ეტაპების განხორციელება წინასწარ გაწერილი პროცედურებისა და ინსტრუქციების შესაბამისად, რომლებიც მიზნად ისახავს კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრას, შემოწმებასა და მართვას.
3. წარმოების პროცესის შესამოწმებლად, მეორადი (ჯვარედინი) დაბინძურების და შეცდომის დაშვების თავიდან აცილების ან მინიმუმამდე (საჭიროებიდან გამომდინარე) დაყვანის მიზნით, უნდა გატარდეს ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები. უნდა არსებობდეს საკმარისი და შესაბამისი საშუალებები წარმოების პროცესში შემოწმების ჩასატარებლად.
4. უნდა განხორციელდეს ცხოველის საკვების არასასურველი, აკრძალული ნივთიერებების და სხვა დამაბინძურებლებზე მონიტორინგი, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, და შედგენილ უნდა იქნეს შესაბამისი კონტროლის სტრატეგიები, რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.
5. ნარჩენები და სხვა მასალები, რომლებიც არ გამოიყენება ცხოველის საკვებად, უნდა იქნეს იზოლირებული და იდენტიფიცირებული. ნებისმიერი ასეთი მასალები, რომლებიც შეიცავს ვეტერინარული პრეპარატების საფრთხის შემცველ რაოდენობას, დამაბინძურებლებს ან სხვა საფრთხეებს, უნდა განკარგონ სათანადოდ და მისი ცხოველის საკვებად გამოყენება აკრძალულია.
6. ბიზნესოპერატორი ვალდებულია მიიღოს შესაბამის ზომები პროდუქტის ეფექტიანი მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად.
7. ცხიმის შემრევმა საწარმომ, რომელიც ბაზარზე განათავსებს ცხოველის საკვებისათვის განკუთვნილ პროდუქტს, უნდა შეინახოს განცალკევებით იმ პროდუქტებისაგან, რომელიც გამოიყენება სხვა დანიშნულებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს უკანასკნელი შეესაბამება:
ა) ამ წესით დადგენილ ან ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N 173 დადგენილების მოთხოვნებს;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ არასასურველი სუბსტანციების (ნივთიერებების) ზღვრულად დასაშვებ რაოდენობას.
8. პროდუქტის ეტიკეტზე გარკვევით უნდა იყოს მითითებული განკუთვნილია ცხოველის საკვებად თუ სხვა მიზნებისათვის. თუ პროდუქტის პარტია არ არის განკუთვნილი ცხოველის საკვებად გამოყენებისათვის, ეს განაცხადი არ უნდა იქნეს შეცვლილი ოპერატორის მიერ ჯაჭვის შემდეგ ეტაპებზე.
9. ცხოველის საკვების მასალის ეტიკეტირებაში გამოყენებული უნდა იყოს, სადაც ხელმისაწვდომია ცხოველის საკვების მასალის კატალოგით (2013 წლის 16 იანვრის ევროკომისიის (EU) No 68/2013 რეგულაცია ცხოველის საკვები ნივთიერებების კატალოგის შესახებ) განსაზღვრული დასახელებებ