1. დიოქსინის მონიტორინგისთვის გამოკვლეული უნდა იქნეს თევზის ქონის პარტიების 100%, თუ ისინი წარმოებულია:
ა) პროდუქტებისგან, რომელიც მიღებულია თევზის ქონისაგან, გარდა რაფინირებული თევზის ქონისა;
ბ) დაუზუსტებელი (დაუდგენელი) წარმოშობის ზღვის ან ბალტიის ზღვის თევზსარეწში, რომელსაც არა აქვს მონიტორინგის ისტორია;
გ) თევზის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისგან ადმიანების მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი თევზის მწარმოებელ საწარმოში, რომელიც არ არის აღიარებული საქართველოს მიერ;
დ) ცისფერი პუტასუდან ან მანჰადენიდან.
2. თევზის ქონისგან (გარდა რაფინირებულისა) წარმოებული პროდუქტების დიოქსინის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს მზა პარტიის 100%-ში.
3. დიოქსინის მონიტორინგისათვის გამოიკვლევა თევზის ქონის ერთი რეპრეზენტატიული ნიმუში 2000 ტონაზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულისა.
4. ოფიციალურად აღიარებული დამუშავების მეთოდით გაუვნებელყოფილ თევზის ქონში დიოქსინი უნდა იქნეს გამოკვლეული და დოკუმენტურად დადასტურებული, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის ნაწილ