1. ბიოდიზელის საწარმოში, რომელიც ცხოველის საკვებს განათავსებს ბაზარზე, დიოქსინზე გამოკვლეული უნდა იქნეს შემოსული პარტიების 100%:

ა) ცხოველური ცხიმებისა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის 25-ე ან 31-ე მუხლებით;

ბ) თევზის ქონისა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის 26-ე ან 31-ე მუხლებით;

გ) ცხიმისა და ზეთისა, რომელიც აღდგენილია ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილების რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ;

დ) შერეული ცხიმებისა და ზეთებისა.

2.  ბიოდიზელის საწარმოში, რომელიც ცხოველის საკვებს განათავსებს ბაზარზე, დიოქსინზე გამოკვლეული უნდა იქნეს ბაზარზე ცხოველის საკვების სახით განთავსებული ზეთებისა და ცხიმებისგან წარმოებული პროდუქტის პარტიების 100%, გარდა:

ა) გლიცერინისა;

ბ) ლეციტინისა;

გ) ფისისა;

დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროდუქტებისა.

3.  ბიოდიზელის საწარმოში, რომელიც ცხოველის საკვებს განათავსებს ბაზარზე, ქიმიური რაფინირების შედეგად მიღებული ზეთოვანი მჟავის, საპნის მისაღებად განკუთვნილი ნედლეულის და ნედლი ქოქოსის ზეთის დიოქსინზე გამოკვლევა და დოკუმენტურად დადასტურება ხორციელდება, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის ნაწილ