1. ცხოველის გადამუშავებული საკვების ჯვარედინული დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, ცხოველის გადამუშავებული საკვები უნდა ინახებოდეს ცხოველის გადაუმუშავებელი საკვების მასალისა და საკვებდანამატებისაგან ცალკე. გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი შესაფუთი მასალა.
2. ცხოველის საკვების შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს შესაბამისი კონტეინერით, რომლებიც უნდა ინახებოდეს მისთვის განკუთვნილ ადგილზე, შესაბამის პირობებში. მასთან წვდომის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის მიერ უფლებამოსილ პირ(ებ)ს.
3. ცხოველის საკვების შენახვა და ტრანსპორტირება უნდა ხდებოდეს ისე, რომ იყოს ადვილად იდენტიფიცირებადი, რათა თავიდან იქნეს აცილებული შერევა ან ჯვარედინი დაბინძურება და გაფუჭება.
4. კონტეინერები და აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება ცხოველის საკვების ტრანსპორტირების, შენახვის, მიწოდების, ჰენდლინგისა და აწონისათვის, უნდა იყოს სუფთა. დასუფთავების პროგრამების დანერგვისას გათვალისწინებული უნდა იყოს სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კვალის მინიმუმამდე დაყვანა.
5. ცხოველის საკვების გაფუჭების რისკი მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი და ინახებოდეს ისე, რომ მავნებლების შეღწევა შემცირდეს.
6. სადაც მიზანშეწონილია, კონდენსაციისა და გაფუჭების თავიდან აცილების მიზნით ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს შეძლებისამებრ დაბალ მაჩვენებელზე.
7. ცხოველის საკვების წარმოებისთვის გამოყენებული შერეული ცხიმის, მცენარეული ზეთის ან მათგან მიღებული პროდუქტის ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის განკუთვნილი კონტეინერები არ უნდა იქნეს სხვა დანიშნულებით გამოყენებული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პროდუქტი აკმაყოფილებს:
ა) ამ წესის ან „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, არასასურველი სუბსტანციების (ნივთიერებების) ზღვრულად დასაშვებ რაოდენობას.
8. კონტეინერები, დაბინძურების რისკის არსებობისას, უნდა ინახებოდეს განცალკევებით სხვა ტვირთისაგან.
9. სადაც შეუძლებელია სხვადასხვა კონტეინერების გამოყენება, კონტეინერები უნდა გაიწმინდოს ისე, რომ მოცილდეს მანამდე მოთავსებული იმ პროდუქტის კვალი, რომელიც არ აკმაყოფილებდა:
ა) ამ წესის ან ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, არასასურველი სუბსტანციების (ნივთიერებების) ზღვრულად დასაშვებ რაოდენობას.
10. ცხოველის საკვებში გამოსაყენებელი ,,ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N605 დადგენილებით განსაზღვრული მე-3 კატეგორიის ცხოველური ცხიმის შენახვა და ტრანსპორტირება ხორციელდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისა