1. საძოვრისა და სახნავ-სათესი მიწის მართვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ცხოველური წარმოშობის სურსათის დაბინძურება ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებით.

2. სადაც საჭიროა, დაცული უნდა იქნეს ძოვებისათვის საძოვრის დასვენების პერიოდები, ვიდრე საქონელს მიეცემა უფლება საძოვარზე, ნათესებზე ან ნათესის ნარჩენებზე და საძოვრის როტაციას შორის ძოვების უფლება, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ბიოლოგიური ჯვარედინი დაბინძურება ნაკელიდან, თუ ასეთი პოტენციური პრობლემა არსებობს და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აგრო-ქიმიური საშუალებების გამოყენების ლოდინის პერიოდებ