1. ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, რომელიც ახორციელებს იმპორტს, უნდა უზრუნველყოს, რომ იმპორტი განხორციელდეს მხოლოდ შემდეგი პირობების შესაბამისად:
ა) ქვეყანა უნდა იყოს იმ ქვეყნების სიაში, რომელიც სააგენტოს მიერ შედგენილია ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტების შესაბამისად და საიდანაც ნებადართულია ცხოველის საკვების იმპორტი;
ბ) გამგზავნი ან/და მწარმოებელი საწარმო უნდა იყოს იმ საწარმოთა სიაში, რომელიც შედგენილი და განახლებულია ექსპორტიორი ქვეყნის მიერ და საიდანაც ნებადართულია ცხოველის საკვების იმპორტი;
გ) ცხოველის საკვების წარმოება მოხდა გამგზავნი საწარმოს ან სხვა რომელიმე საწარმოს მიერ, რომელიც მოცემულია ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში ან საქართველოს მიერ განსაზღვრულ სიაში;
დ) ცხოველის საკვები უნდა აკმაყოფილებდეს:
დ.ა) ამ წესის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც ადგენს წესებს ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;
დ.ბ) ან საქართველოს მიერ აღიარებულ პირობებს, რომლებიც სულ მცირე მათი შესაბამისია;
დ.გ) ან საქართველოსა და ექსპორტიორ ქვეყანას შორის კონკრეტული შეთანხმების არსებობისას, ამ შეთანხმების მოთხოვნებს.
2. სხვა ქვეყნიდან ან მისი რეგიონიდან ცხოველის საკვების იმპორტისთვის, სააგენტომ უნდა შეადგინოს იმ ავტორიზებული ქვეყნების სია, საიდანაც შესაძლებელია იმპორტი საქართველოში.
3. სხვა ქვეყნები შევლენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი კომპეტენტური ორგანო წარმოადგენს შესაბამის გარანტიებს, საქართველოს შესაბამის კანონმდებლობასა და ცხოველთა ჯანმრთველობის წესებთან შესაბამისობასთან ან ეკვივალენტობასთან მიმართებით.
4. ავტორიზებული ქვეყნების სიის შედგენის ან განახლების დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) სხვა ქვეყნის კანონმდებლობას ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;
ბ) სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს სტრუქტურასა და ორგანიზაციას და მის სერვისებს კონტროლთან დაკავშირებით, ასევე უფლებამოსილებებს და გარანტიებს, რომელიც შეიძლება იქნეს მოცემული შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით;
გ) ადეკვატური ოფიციალური კონტროლის არსებობას;
დ) სხვა ქვეყნის მიერ ცხოველის საკვებში საფრთხეების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების რეგულარულობას და სისწრაფეს;
ე) სხვა ქვეყნის მიერ მიცემულ გარანტიებს, რომ:
ე.ა) პირობები, რომლებიც გამოიყენება საწარმოების მიმართ, საიდანაც შესაძლებელია საქართველოში იმპორტირებულ იქნეს ცხოველის საკვები, შეესაბამება ან არის ეკვივალენტური საქართველოს ცხოველის საკვებთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნებისა;
ე.ბ) ამ პუნქტის ,,ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოების ჩამონათვალი შედგენილია და ექვემდებარება განახლებას;
ე.გ) საწარმოების სია და მისი განახლებული ვერსიები შეტყობინებულია საქართველოსთვის დაუყოვნებლივ;
ე.დ) საწარმოები ექვემდებარება რეგულარულ და ეფექტიან კონტროლს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ.
5. სპეციალური პირობების მიღების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა ქვეყნის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მიერ სხვა ქვეყანაში ჩატარებული კონტროლის შედეგები. იმპორტის სპეციალური წესები შეიძლება დადგინდეს მთავრობის მიერ ერთი პროდუქტის ან პროდუქტთა ჯგუფისთვის. ისინი შეიძლება იქნეს გამოყენებული ერთეული სხვა ქვეყნის, სხვა ქვეყნის რეგიონების ან სხვა ქვეყნების ჯგუფების მიმართ.
6. იმპორტის სერტიფიკატის ნიმუშები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობი