კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები მოიცავს ცხოველის საკვების პირველადი წარმოებისას წარმოშობილი საფრთხეების და მისი კონტროლის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის:
ა) მიკოტოქსინებით, რადიაქტიული მასალით, მძიმე მეტალებით დაბინძურების კონტროლის შესახებ;
ბ) წყლის გამოყენების, ორგანული ნარჩენებისა და სასუქების შესახებ;
გ) მცენარეთა დაცვის საშუალებების, ბიოციდების მართებული და შესაბამისი გამოყენებისა და მიკვლევადობის შესახებ;
დ) ვეტერინარული პრეპარატებისა და ცხოველის საკვების დანამატების მართებული და შესაბამისი გამოყენებისა და მიკვლევადობის შესახებ;
ე) ცხოველის საკვების მასალის მომზადების, შენახვისა და მიკვლევადობის შესახებ;
ვ) მკვდარი ცხოველის ნარჩენების და ნაგვის შესაბამისი განკარგვის შესახებ;
ზ) დამცავი ზომების შესახებ იმ გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც ვრცელდება ცხოველებში საკვების მეშვეობით და აღნიშნულზე სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულების შესახებ;
თ) პროცედურების, პრაქტიკისა და მეთოდების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ცხოველის საკვების წარმოება, მომზადება, შეფუთვა, შენახვა და ტრანსპორტირება შესაბამის ჰიგიენურ პირობებში, მათ შორის, დასუფთავების პროცედურები და მავნებლების კონტროლი;
ი) დეტალები ჩანაწერების წარმოების შესახებ.
მოთხოვნები ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველის საკვების პირველადი წარმოები