1. ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს მიერ აღიარებული ბიზნესოპერატორები, თითოეული საქმიანობის ტიპის მითითებით, უნდა აღირიცხოს რეესტრში, ინდივიდუალური აღიარების ნომრით.
2. სააგენტომ მუდმივად უნდა განაახლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეესტრი, ამ წესის მე-10-მე-12 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების შესაბამისად შეჩერებული, გაუქმებული ან შეცვლილი აღიარების საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეესტრი შედგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართი N1-ით განსაზღვრული ნიმუშის შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აღიარების ნომერი მოცემული უნდა იყოს ამ წესის დანართი N1-ით დადგენილი ფორმით.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია, ასევე რეგისტრირებული ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორები, თითოეული საქმიანობის ტიპის მიხედვით, არის საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.
კარგი პრაქტიკის სახელმძღვანე