1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველის გადამდნარი ცხიმის და ხიწიწის დამზადებას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები გამოყენებული ნედლი მასალის მიმართ, კერძოდ:

ა) ნედლი მასალა უნდა შეიცავდეს ცხოველის ცხიმს ან ძვლებს, რომელიც უნდა იყოს სისხლგართმეული და სუფთა;

ბ) ნედლი მასალა, მის გამოდნობამდე, ტრანსპორტირებული და შენახული უნდა იქნეს სუფთად და იმგვარად, რომ ნედლი მასალის შიდა ტემპერატურა არ აღემატებოდეს 7°C‑ს. თუმცა, ნედლი მასალის ტრანსპორტირება და შენახვა შესაძლებელია აქტიური გაცივების გარეშე, თუ მისგან ცხიმის გამოდნობა მოხდა 12 საათის განმავლობაში ნედლი მასალის მოპოვების მომენტიდან.

2. გამოდნობის პროცესში აკრძალულია ორგანული გამხსნელების გამოყენება.

3. ცხოველის გადამდნარი ცხიმი სახეობების მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4. ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ხიწიწის შენახვისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები ტემპერატურის მიმართ:

ა) იმ შემთხვევაში, თუ ხიწიწის გამოდნობა ხდება არა უმეტეს 70°C ტემპერატურაზე, მისი შენახვა უნდა მოხდეს:

ა.ა) არა უმეტეს 7°C ტემპერატურაზე არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში; ან

ა.ბ) არა უმეტეს – 18°C ტემპერატურაზე;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ხიწიწის გამოდნობა ხდება 70°C‑ზე მეტ ტემპერატურაზე და, ამასთანავე, ტენიანობის შემცველობა შეადგენს 10% (მ/მ) ან მეტს, მისი შენახვა უნდა მოხდეს:

ბ.ა) არა უმეტეს 7°C ტემპერატურაზე არა უმეტეს 48 საათის განმავლობაში ან დროისა და ტემპერატურის ისეთ ფარდობაზე, რომელიც ეკვივალენტური შედეგის მომცემია; ან

ბ.ბ) არა უმეტეს – 18°C ტემპერატურაზე;

გ) თუ ხიწიწის გამოდნობა ხდება 70°C‑ზე მეტ ტემპერატურაზე და, ამასთანავე, ტენიანობის შემცველობა შეადგენს 10%‑ზე (მ/მ) ნაკლებს, ამ შემთხვევაში აღნიშნული პროცესის ტემპერატურის მიმართ არ ვრცელდება რაიმე სახის მოთხოვნები.

თავი XII

სპეციალური ჰიგიენური მოთხოვნები დამუშავებული კუჭის, შარდის ბუშტისა და ნაწლავების მიმა