1. თევზჭერის პროდუქტის ტრანსპორტირების პროცესში:

ა) ახალი თევზჭერის პროდუქტისათვის, გადაუმუშავებელი თევზჭერის პროდუქტისა და კიბოსებრთა და მოლუსკებისაგან მიღებული დამზადებული და გაცივებული პროდუქტისათვის შენარჩუნებული უნდა იქნეს ყინულის დნობის ტემპერატურა (0–2
0C);

ბ) გაყინული მთლიანი თევზჭერის პროდუქტი, გარდა დაკონსერვებისათვის განკუთვნილი მარილწყალში გაყინული თევზჭერის პროდუქტისა, ტრანსპორტირებისას უნდა იყოს განთავსებული არანაკლებ ‑18
0C ტემპერატურაზე (შესაძლებელია ‑15
0C ტემპერატურაზე).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირების ხანგრძლივობა არ აღემატება 2 საათს და, ამასთანავე, გაყინული თევზჭერის პროდუქტი განკუთვნილია იმ საწარმოსათვის, სადაც პროდუქტის მიღებისთანავე ის უნდა გალღვეს მისი შემდგომი წარმოების ან/და გადამუშავების მიზნით.

3. იმ შემთხვევაში, თუ თევზჭერის პროდუქტი ინახება ყინულში, ყინულის დნობის შედეგად მიღებული წყალი არ უნდა დარჩეს შეხებაში აღნიშნულ პროდუქტთან.

4. იმ შემთხვევაში, თუ თევზჭერის პროდუქტი ბაზარზე ცოცხლად უნდა განთავსდეს, ტრანსპორტირების პროცესმა არ უნდა მოახდინოს უარყოფითი გავლენა მის უვნებლობაზე.

თავი VIII

სპეციალური ჰიგიენური მოთხოვნები ნედლი რძისა და რძის პროდუქტების მიმა