თევზჭერის პროდუქტის შენახვის პროცესი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ახალი თევზჭერის პროდუქტი, გადაუმუშავებელი თევზჭერის პროდუქტი და კიბოსებრთა და მოლუსკებისაგან მიღებული დამზადებული და გაცივებული პროდუქტი შენახული უნდა იქნეს ყინულის დნობის ტემპერატურაზე (0–2
0C);

ბ) გაყინული თევზჭერის პროდუქტი უნდა ინახებოდეს არა უმეტეს ‑18
0C ტემპერატურაზე, ხოლო დაკონსერვებისათვის განკუთვნილი მარილწყალში გაყინული მთლიანი თევზჭერის პროდუქტი – არა უმეტეს ‑9
0C ტემპერატურაზე;

გ) თევზჭერის პროდუქტის ცოცხლად შენახვის შემთხვევაში პროდუქტი განთავსებული უნდა იქნეს ისეთ ტემპერატურაზე, რომელიც უარყოფით გავლენას არ მოახდენს მისგან წარმოებული სურსათის უვნებლობაზ