1. თევზჭერის პროდუქტის გადმოტვირთვისა და ხმელეთზე ჩამოტვირთვის (განთავსების) დროს დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება თევზჭერის პროდუქტის გადმოტვირთვისა და ხმელეთზე ჩამოტვირთვისათვის, უნდა იძლეოდეს მისი გაწმენდისა და დეზინფიცირების საშუალებას;

ბ) თევზჭერის პროდუქტის გადმოტვირთვისა და ხმელეთზე ჩამოტვირთვის (განთავსების) დროს თავიდან უნდა იქნეს აცილებული თევზჭერის პროდუქტის დაბინძურება შემდეგნაირად:

ბ.ა) თევზჭერის პროდუქტის გადმოტვირთვა და ხმელეთზე ჩამოტვირთვა უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად;

ბ.ბ) თევზჭერის პროდუქტი ხმელეთზე ჩამოტვირთვის შემდეგ უნდა განთავსდეს ამ წესის 39‑ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტემპერატურაზე;

ბ.გ) არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი აღჭურვილობა, რომელიც თევზჭერის პროდუქტის ადამიანის საკვებად განკუთვნილ ნაწილებს მიაყენებს ისეთ დაზიანებას, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს პროდუქტის უვნებლობაზე.

2. ბიზნესოპერატორმა, რომელიც ეწევა საბითუმო ვაჭრობას, უნდა უზრუნველყოს შემდეგი მოთხოვნების შესრულება:

ა) უნდა გააჩნდეს ჩასაკეტი მოწყობილობები თევზჭერის პროდუქტების გაყინულ მდგომარეობაში შენახვისათვის და ცალკე ჩასაკეტი მოწყობილობები იმ პროდუქტების შესანახად, რომლებიც მიჩნეულია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად;

ბ) თევზჭერის პროდუქტის შენახვისათვის განკუთვნილი სივრცე არ უნდა გამოიყენებოდეს სხვა მიზნებისათვის;

გ) თევზჭერის პროდუქტი დაცული უნდა იქნეს მანქანა‑დანადგარების გამონაბოლქვის მავნე ზემოქმედებისაგან;

დ) თევზჭერის პროდუქტის შენახვისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე არ უნდა იქნეს დაშვებული ცხოველები.

3. იმ შემთხვევაში, თუ გემის ბორტზე ვერ განხორციელდა თევზჭერის პროდუქტის (გარდა ცოცხალი თევზჭერის პროდუქტებისა) გაცივება, ხმელეთზე ჩამოტვირთვის მომენტიდან თევზჭერის პროდუქტმა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გაიაროს გაცივების პროცედურა და, ამასთანავე, შენახული უნდა იქნეს ყინულის დნობის ტემპერატურაზე (0–2
0C