2. ნიმუში შესაძლებელია აღებულ იქნეს წარმოების ჯაჭვის ნებისმიერ ეტაპზე, იმ პირობით, რომ შესაძლებელი იქნება განხორციელდეს თაფლის მიკვლევადობა პირველადი წარმოების დონეზე.

3. ყოველწლიურად თაფლისთვის ასაღები ნიმუშების რაოდენობა, წლიური წარმოების პირველ 3000 ტონაზე, ყოველ 300 ტონისათვის შეადგენს 10 ნიმუშს. ყოველ მომდევნო 300 ტონაზე დამატებით 1 ნიმუშს. აღებული ნიმუშების დაყოფა ხდება შემდეგნაირად:

ა) ჯგუფი „ბ“ (1) და ჯგუფ „ბ“ (2.გ)-ისთვის ნიმუშების საერთო რაოდენობის 50%;

ბ) ჯგუფი „ბ“ (3.ა), ჯგუფ „ბ“ (3.ბ) და ჯგუფი „ბ“ (3.გ)-ისთვის ნიმუშების საერთო რაოდენობის 40%;

გ) ნაშთი 10% უნდა განაწილდეს საჭიროების შესაბამისად. მათ შორის, მიკოტოქსინების შემცველობაზე გამოკვლევების ჩატარებ