2. ნიმუშის აღება ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის 25-ე − 36-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მოულოდნელად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ნიმუშების აღება არ უნდა განხორციელდეს დადგენილ დროში და კვირის კონკრეტულ დღეს.
3. დანართ №1-ის „ა“ ჯგუფის ნივთიერებებისათვის (სუბსტანციებისათვის) კონტროლი მოიცავს აკრძალული ნივთიერებებისა (სუბსტანციების) და საშუალებების გამოვლენას და ასევე ნებადართული ნივთიერებებისა (სუბსტანციების) და საშუალებების არამიზნობრივად და არასწორად გამოყენების გამოვლენას.
4. ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს მიზნობრივად და გათვალისწინებული უნდა იქნეს ცხოველის სქესი, ასაკი, სახეობა, სუქების სისტემა, ყველა არსებული ძირითადი ინფორმაცია, ამ ჯგუფის ნივთიერებების (სუბსტანციების) არასწორად ან არამიზნობრივად გამოყენების შესახებ.
5. დანართი №1-ის „ბ“ ჯგუფის ნივთიერებებისათვის (სუბსტანციებისათვის) კონტროლი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის (ნმზ), პესტიციდების ნარჩენების დასაშვები მაქსიმალური ზღვრისა და ასევე ბუნებრივი დამაბინძურებლების კონცენტრაციის მონიტორინგ