1. ზოგადი მოთხოვნებია:
ა) ზონაში ან აუღიარებელი ზონის ფერმაში, თევზის ქსოვილის და/ან საკვერცხის სითხის კლინიკური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელება VHS-ს ან/და IHN-თან დაკავშირებით სტატუსის მიღების ან შენარჩუნების მიზნით დანართის N1 „VHS-სა ან/და IHN-ზე აღიარებული სტატუსის მიღწევისათვის ზონისა და აუღიარებილი ზონის ფერმაში ორწლიანი კონტროლის - შემოწმებისა და ნიმუშის აღების –
სქემა“, დანართის N2 „VHS-სა ან/და IHN-ს აღიარებული სტატუსის მიღწევისათვის შემოწმების და ნიმუშის აღების სქემა ორწლიანი კონტროლის პერიოდის განმავლობაში, რომელიც წინ უსწრებს ამ დაავადებების არარსებობის შესახებ ოფიციალურად დოკუმენტირებული ისტორიის მქონე ზონებსა და აუღიარებელი ზონის ფერმებში“ და დანართის N3 „VHS-სა ან/და IHN-ს აღიარებული სტატუსის შენარჩუნების მიზნით შემოწმების და ნიმუშის აღების სქემა ზონისთვის და აუღიარებელი ზონის ფერმისთვის“ შესაბამისად. დანართით N1 და დანართით N2 დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ახალ ფერმასა და ფერმაზე, რომლებიც იწყებს საქმიანობას თევზით, ქვირითით და გამეტებით აღიარებული ზონიდან ან აუღიარებელი ზონის აღიარებული ფერმიდან, იმ პირობით, რომ ისინი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს;
ბ) კლინიკური შემოწმების განხორციელება ოქტომბრიდან ივნისამდე, ან როცა წყლის ტემპერატურა 140C-ზე ნაკლებია. ფერმის წელიწადში ორჯერ კლინიკურად შემოწმებისას, შემოწმებებს შორის ინტერვალი უნდა იქნეს არანაკლებ ოთხი თვე. ყველა საწარმოო ერთეული (წყალსატევები, ავზები, ბადისებრი გალიები და ა.შ.) უნდა შემოწმდეს მკვდარი, სუსტი ან ანომალური ქცევის თევზის გამოსავლენად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წყალსაგდების (გამშვების) ტერიტორიას, სადაც გროვდება სუსტი თევზი წყლის დინების გამო;
გ) ნიმუშის ასაღებად თევზის შერჩევა შემდეგი წესების დაცვით:
გ.ა) ცისარტყელა კალმახის არსებობისას, მხოლოდ ამ სახეობის თევზი უნდა შეირჩეს ნიმუშის აღებისათვის. ცისარტყელა კალმახის არარსებობისას, ნიმუში უნდა იქნეს აღებული ყველა სხვა სახეობის თევზისგან, როდესაც ეს სახეობები მგრძნობიარეა VHSV-ის ან/და IHNV-ის მიმართ. ნიმუშში სახეობები წარმოდგენილი უნდა იქნეს პროპორციულად;
გ.ბ) თუ თევზის საწარმოებლად გამოყენებულია ერთზე მეტი წყლის წყარო, თევზის ნიმუში აიღება იმ ადგილიდან, სადაც თავს იყრის ყველა წყლის წყარო;
გ.გ) პირველ რიგში უნდა შეირჩეს დასუსტებული, ანომალური ქცევის ან ახლად მკვდარი (გაუხრწნელი) თევზი, ასეთის არსებობისას. ასეთი თევზის არარსებობისას, ნიმუში აღებულ უნდა იქნეს ჩვეულებრივი, ჯანმრთელი თევზიდან, რომელიც შეგროვებულია პროპორციულად ფერმის ყველა ნაწილიდან და ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან.
2. სპეციფიკური მოთხოვნებია:
ა) ზონისთვის ან აუღიარებელი ზონის ფერმისთვის, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს (ზედამხედველობას),VHS-ზე ან/და IHN-ზე აღიარებული სტატუსის მინიჭება, შეიძლება მიენიჭოს შემდეგ შემთხვევებში:
ა. ა) მოდელი A - ორწლიანი საზედამხედველო პროგრამა -VHS-ის ან/და IHN-ის ნებისმიერი კლინიკური ან სხვა ნიშნის არანაკლებ ორი წლის განმავლობაში არარსებობის შემთხვევაში, ყველა ფერმა ზონაში ან ნებისმიერი ფერმა აუღიარებელ ზონაში, რომელიც ექვემდებარება აღიარებას, უნდა იქნეს შემოწმებული ჯანმრთელობაზე წელიწადში ორჯერ ორი წლის განმავლობაში. ამ ორწლიანი კონტროლის პერიოდში, რომელიც წინ უსწრებს აღიარების სტატუსის მოპოვებას, VHS-ის ან/და IHN-ის კლინიკური ან სხვა ნიშნები არ უნდა გამოვლინდეს და ნიმუშები უნდა შეგროვდეს შესამოწმებლად დანართის N1 შესაბამისად. გარდა ამისა, ნიმუშები შერჩეული უნდა იქნეს, მომზადდეს და შემოწმდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3-მე-19 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა უნდა უჩვენოს VHS-ზე ან/და IHN-ზე უარყოფითი შედეგები;
ა.ბ) მოდელი B –
ორწლიანი საზედამხედველო პროგრამა შემცირებული რაოდენობის ნიმუშებით –
ჯანმრთელობის შემოწმების პროგრამის განხორციელების შემდეგ, რომელშიც დოკუმენტურად არის ასახული VHS-ის ან/და IHN-ის არარსებობა არანაკლებ ოთხი წლის განმავლობაში, ყველა ფერმა ზონაში ან ნებისმიერი ფერმა აუღიარებელ ზონაში, რომელიც უნდა იქნეს აღიარებული, ექვემდებარება შემოწმებას ჯანმრთელობაზე წელიწადში ორჯერ ორი წლის განმავლობაში. ამ ორწლიანი კონტროლის პერიოდში, რომელიც წინ უსწრებს აღიარების სტატუსის მოპოვებას, VHS-ის ან/და IHN-ის კლინიკური ან სხვა ნიშნები არ უნდა გამოვლინდეს და ნიმუშები უნდა შეგროვდეს შესამოწმებლად დანართის N2 შესაბამისად. გარდა ამისა, ნიმუშები შეირჩევა, მზადდება და მოწმდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3-მე-19 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა უნდა უჩვენოს VHS-ზე ან/და IHN-ზე უარყოფითი შედეგები; იმისათვის, რომ ჯანმრთელობის შემოწმების პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ მიჩნეული იქნეს VHS-ისა ან/და IHN-ის არარსებობა, ის უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 24-ე მუხლით დადგენილ კრიტერიუმებსა და სახელმძღვანელო პრინციპებ