1. ლაბორატორიაში ნიმუშის გადაგზავნამდე, საჭიროა თევზიდან გამოსაკვლევი ორგანოების ამოკვეთა სტერილური გასაკვეთი იარაღების გამოყენებით და მოთავსება სატრანსპორტო ნიადაგის (უჯრედოვანი კულტურის საკვები არე 10% ხბოს შრატითა და ანტიბიოტიკებით) შემცველ სტერილურ პოლიეთილენის სინჯარაში. რეკომენდებულია 200 iu (ერლიხის ერთეული) პენიცილინის, 200 მკგ სტრეპტომიცინის და 200 მკგ კანამიცინის კომბინირება მილილიტრში (მლ). შეიძლება ასევე, გამოყენებული იქნეს  აღიარებული  ეფექტურობის სხვა ანტიბიოტიკები. გამოსაკვლევი ქსოვილის მასალა არის ელენთა, თირკმელი და დამატებით, გული ან თავის ტვინი. დანართით N1, N2, N3 დადგენილ ზოგიერთ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს საკვერცხის სითხეც .

2. დანართით N1, N2, N3 დადგენილი  შემთხვევის გათვალისწინებით არაუმეტეს 10 თევზის საკვერცხის სითხე ან ორგანოს ნაწილი) შეიძლება შეგროვებულ იქნეს ერთ სტერილურ სინჯარაში, რომელიც შეიცავს არანაკლებ 4 მლ სატრანსპორტო ნიადაგს და წარმოადგენს ერთ შერეულ ნიმუშს. ქსოვილი თითოეულ ნიმუშში უნდა იწონიდეს არანაკლებ 0,5 გრამს.

3. ლაბორატორიაში ტრანსპორტირების დროს, ნიმუშების გაცივების უზრუნველსაყოფად, სინჯარები უნდა განთავსდეს იზოლირებულ კონტეინერებში (მაგალითად, სქელკედლიანი პოლისტიროლის ყუთები) საკმარისი რაოდენობის ყინულთან ან „ყინულის ბლოკებთან“ ერთად.  თავიდან უნდა იქნეს აცილებული გაყინვა. ნიმუშის ტემპერატურა ტრანსპორტირების დროს არ უნდა აღემატებოდეს 10°C და მიღებისას ყინული კვლავ უნდა იქნეს  გადასატან ყუთში ან ერთი ან მეტი ყინულის ბლოკი –

ნაწილობრივ ან მთლიანად გაყინული.

4. ვირუსოლოგიური გამოკვლევა უნდა იქნეს დაწყებული, შესაძლებლობისამებრ მოკლე ხანში, მაგრამ ნიმუშის აღებიდან არა უგვიანეს 48 საათისა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულების შეუძლებლობისას, კერძოდ, როდესაც თევზის შეგროვება ხდება მოშორებულ ადგილებში და შეუძლებელია შეგროვების დღეს გადაგზავნა, ვირუსოლოგიური გამოკვლევა შეიძლება დაწყებულ იქნეს მასალის შეგროვებიდან არა უგვიანეს 72 საათისა, იმ პირობით, რომ შესამოწმებელი მასალა დაცული იქნება სატრანსპორტო ნიადაგით და შესაძლებელი იქნება ტრანსპორტირების დროს ტემპერატურასთან დაკავშირებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების   დაცვა.

6. მთლიანი თევზი შეიძლება გაიგზავნოს ლაბორატორიაში, თუ ტრანსპორტირების დროს შესაძლებელი იქნება ტემპერატურასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვა. მთლიანი თევზი შეიძლება შეხვეულ იქნეს შეწოვის უნარის მქონე ქაღალდში და საბოლოოდ უნდა გაიგზავნოს პოლიეთილენის პარკით, გაცივებულ მდგომარეობაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეიძლება გაიგზავნოს ცოცხალი თევზიც.

7. შეფუთვა და მარკირება უნდა შესრულდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი წესი