1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) BF-2 –

bluegill fry-2 ( უჯრედის ხაზი);

ბ) CPE  – ციტოპათოგენური ეფექტი;

გ) ELISA  –

ენზიმ შემაკავშირებელი იმუნო-ფერმენტული ანალიზი;

დ) EPC – Epithelioma papulosum cyprini  (უჯრედის  ხაზი);

ე) FHM – Fathead minnow (უჯრედის  ხაზი);

ვ) FITC – ფლუორესცენტული იზოთიოციანატი;

ზ) Hepes N-2 –

ჰიდროქსიეთილიპიპერაზინ -N-2-თან  სულფონმჟავა;

თ) HRP –  პირშუშხას პეროქსიდაზა;

ი) IF  – იმუნოფლუორესცენცია;

კ) IFAT – არაპირდაპირი ფლუორესცენტული ანტისხეულების ტესტი;

ლ) IHNV –  სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზის გამომწვევი ვირუსი;

მ) IPNV –  პანკრეასის ინფექციური ნეკროზის გამომწვევი ვირუსი;

ნ) MEM –  მინიმალური აუცილებელი საკვები არე;

ო) MOI –

მრავლობითი ინფექცია (თანაფარდობა დამატებული ვირუსული ნაწილაკების რაოდენობასა და უჯრედულ კულტურაში უჯრედების რაოდენობას შორის);

პ) OPD – ორთო-ფენილენდიამინი;

ჟ) PBS – ფოსფატბუფერული ხსნარი;

რ) RTG 2 – Rainbow trout gonad (უჯრედის  ხაზი);

ს) RT-PCR – რევერსული ტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია;

ტ) Tris-HCl  – ტრის(ჰიდროქსიმეთილ) ამინომეთან  მარილმჟავა (ტრიზოლი);

უ) TRITC – ტეტრამეთილროდამინ-იზოთიოციანატი;

ფ) VHSV – ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიის გამომწვევი ვირუსი;

ქ) IHN  – სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზი;

ღ) ზონის ან აუღიარებელი ზონის ფერმის VHS-ზე ან/და IHN-ზე  აღიარებული სტატუსი  –

სტატუსი, რომელიც ენიჭება ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის  მიზნებისათვის ასევე გამოიყენება ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

თავი  II

ნიმუშის აღების გეგმები და დიაგნოსტიკის მეთოდები VHS-ისა და IHN-ის ზედამხედველობისთვის  ზონისა და აუღიარებელი ზონის ფერმის აღიარებისა და ამ აღიარების შენარჩუნებისათვ