პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
ტექნიკური რეგლამენტი –
თევზის ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიის (VHS) და სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზის (IHN) გამოვლენისა და დადასტურებისთვის ნიმუშის აღების გეგმები და დიაგნოსტიკის მეთოდები
ზოგადი დებულებები
მუხლი1. მიზანი და რეგულირების სფერო
1. ტექნიკური რეგლამენტის –
თევზის ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიის (VHS) და სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზის (IHN) გამოვლენისა და დადასტურებისთვის ნიმუშის აღების გეგმები და დიაგნოსტიკის მეთოდების დამტკიცების შესახებ (შემდგომში –
ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს:
ა) თევზის ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიის (შემდგომში –
VHS) და სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზის (შემდგომში –
IHN) გამოვლენისა და დადასტურებისთვის ნიმუშის აღების გეგმებისა და დიაგნოსტიკის მეთოდების შესახებ მითითებებსა და მინიმალურ მოთხოვნებს;
ბ) ზონის სტატუსისა და აუღიარებელი ზონის ფერმის აღიარებისა და ამ აღიარების შენარჩუნების მოთხოვნებს;
გ) VHS-სა და IHN-ს სათანადო დიაგნოსტიკას, ზონისა და აუღიარებელი ზონის ფერმის სტატუსის მინიჭებასთან (მიჩნევასთან) დაკავშირებულ მოთხოვნებს.
2. ეს ტექნიკური რეგლამენტი განკუთვნილია VHS-ისა და IHN-ის კონტროლზე პასუხისმგებელი უწყებისათვის –
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში –
სააგენტო) და VHS-ისა და IHN-ის დიაგნოსტიკაზე მომუშავე ლაბორატორიისათვის.
3. საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიას შეუძლია შეიტანოს შესწორებები ამ ტექნიკურ რეგლამენტში აღწერილ ტესტებში ან გამოიყენოს სხვა ტესტები, იმ პირობით, რომ დაცული იქნება თანაბარი მგრძნობელობა და სპეციფიურობ