1. ლაბორატორიაში, ქსოვილი სინჯარებში უნდა იქნეს სრულიად ჰომოგენიზირებული (სტომახერით (stomacher) ან ბლენდერით ან ქვიჯათი და ფილთაქვით სტერილურ ქვიშასთან ერთად) და შემდგომში დაყოვნებულ იქნეს თავდაპირველ სატრანსპორტო ნიადაგში.

2. თუ ნიმუში შედგება 4 სმ-ზე ნაკლები სიგრძის  მთლიანი თევზისგან, ანუსიდან  სხეულის ბოლო ნაწილის მოშორების შემდეგ, ის უნდა დაქუცმაცდეს სტერილური მაკრატლით ან სკალპელით. თუ ნიმუში შედგება 4 - 6 სმ სიგრძის მთლიანი თევზისგან, მაშინ შინაგანი ორგანოები, მათ შორის თირკმელი, უნდა შეგროვდეს. თუ ნიმუში შედგება 6 სმ-ზე მეტი სიგრძის მთლიანი თევზისგან, ქსოვილის ნიმუშები უნდა შეგროვდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ქსოვილის ნიმუშები უნდა დაქუცმაცდეს სტერილური მაკრატლით ან სკალპელით,  მოხდეს მისი ჰომოგენიზაცია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად და დაყოვნდეს სატრანსპორტო ნიადაგში.

3. საბოლოო თანაფარდობა ქსოვილის მასალასა და სატრანსპორტო ნიადაგს შორის უნდა  დარეგულირდეს ლაბორატორიაში 1:10-მდ