1. ანტიბიოტიკით დამუშავებული ორგანოს სუსპენზია ინოკულირებულია უჯრედულ კულტურებში ორი განზავებით, როგორიცაა პირველადი განზავება და გარდა ამისა, განზავება 1:10-ით, რაც იწვევს ქსოვილოვანი მასალის საბოლოო განზავებას 1:100 და  1:1000 უჯრედოვანი კულტურის საკვებ არეზე. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, არანაკლებ ორი უჯრედის ხაზი უნდა იქნეს ინოკულირებული. თანაფარდობა ინოკულატის ზომასა და უჯრედოვანი კულტურის საკვები არის მოცულობას შორის უნდა იქნეს დაახლოებით 1:10.

2. თითოეული განზავებისთვის და თითოეულ უჯრედის ხაზისთვის გამოყენებული უნდა იქნეს დაახლოებით სულ მცირე 2 სმ2  უჯრედული არე, რომელიც შეესაბამება ერთ ფოსოს, 24 ფოსოიან უჯრედოვანი კულტურის პლანშეტს. რეკომენდებულია უჯრედოვანი კულტურის პლანშეტის გამოყენება, აგრეთვე, დასაშვებია  მსგავსი ან უფრო დიდი ზრდის სხვა ერთეულების გამოყენებ