1. თუ პირველადი ინკუბაციის შემდეგ 7-10 დღის განმავლობაში CPE არ იქნება განვითარებული, სუბკულტივაცია განხორციელდება ახალ უჯრედულ კულტურებში პირველადი კულტურის მსგავსი უჯრედული არის გამოყენებით.
2. საკვები არის ალიკვოტი ყველა კულტურიდან/ფოსოდან, რომელიც წარმოადგენს პირველად კულტურას, ერევა უჯრედის ხაზის მიხედვით ინოკულაციის შემდეგ 7-10 დღის განმავლობაში. შემდეგ ხდება შეგროვილი მასის ინოკულირება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლში მითითებული მოთხოვნების თანახმად, განუზავებელ და 1:10 განზავებულ (რის შედეგადაც სუპერნატანტის საბოლოო განზავებაა, შესაბამისად, 1:10 და 1:100) ჰომოლოგიურ უჯრედულ კულტურებში. გარდა ამისა, იმ საკვები არის ალიკვოტის 10%, რომელიც შეადგენს პირველად კულტურას, ინოკულირდება პირდაპირ ფოსოში, ახალ უჯრედოვან კულტურასთან ერთად (სუბკულტივაცია). ინოკულაციას შეიძლება წინ უძღოდეს IPNV-ის ანტიშრატთან განზავებით პრეინკუბაცია, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლით დადგენილი განზავებით. შემდეგ ხდება ინოკულირებული კულტურების ინკუბაცია 7-დან 10 დღემდე 150C ტემპერატურაზე დაკვირვებით ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.
3. თუ ტოქსიკური CPE წარმოიქმნება ინკუბაციიდან პირველი სამი დღის განმავლობაში, სუბკულტივაცია შეიძლება შესრულდეს ამ ეტაპზე, მაგრამ უჯრედები უნდა იქნეს შემდეგ ინკუბირებული შვიდი დღის განმავლობაში და კვლავ სუბკულტივირებული შემდგომი შვიდდღიანი ინკუბაციით. როდესაც ტოქსიკური CPE განვითარდება სამი დღის შემდეგ, უჯრედები შეიძლება პასაჟირებულ იქნეს ერთხელ და ინკუბირებული, რათა მიღწეულ იქნეს 14 დღე თავდაპირველი ინოკულაციიდან. ინკუბაციის ბოლო შვიდ დღეში არ უნდა გამოვლინდეს ტოქსიკურობა.
4. ანტიბიოტიკებით დამუშავების მიუხედავად, თუ წარმოიქმნება ბაქტერიული დაბინძურება, სუბკულტივაციას უნდა უძღოდეს ცენტრიფუგირება 2 000-4 000 ბრ/წთ 15-დან 30 წთ-ის განმავლობაში 20C -50C ტემპარატურაზე, ან/და სუპერნატანტის ფილტრაცია 0,45 მკმ ფილტრის (დაბალი ცილოვანი გარსის დამჭერი მემბრანა) მეშვეობით. გარდა ამისა, სუბკულტივაციის პროცედურები იგივეა, რაც ტოქსიკური CPE-თვის.
ვირუსის იდენტიფიკაც