1. შეგროვებული სუპერნატანტიდან უჯრედები უნდა მოსცილდეს ცენტრიფუგირებით (2 000–დან 4 000-მდე ბრ/წთ) ან მემბრანული ფილტრაციით (0,45 მკმ) დაბალი ცილოვანი გარსის დამჭერი მემბრანით და განზავდეს სუპერნატანტი 1:100 და 1:10 000 უჯრედოვანი კულტურის საკვებ არეში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროცედურის შემდეგ, ორი განზავების სუპერნატანტების ალიკვოტები შეერევა და ინკუბირდება 150C ტემპერატურაზე 60 წთ-ის განმავლობაში, ქვემოთ ჩამოთვლილი თითოეული რეაგენტის თანაბარი ნაწილით:
ა) შრატი, განსაზღვრული ჯგუფის შემცველი ანტისხეულებით VHSV-ს წინააღმდეგ 1:50-ზე (მოცულობა/მოცულობაზე) განზავებისას ან როგორც განსაზღვრულია რეფერენს ლაბორატორიის მიერ ანტიშრატის შესაძლო ციტოტოქსიკურობასთან დაკავშირებით;
ბ) შრატი, განსაზღვრული ჯგუფის შემცველი ანტისხეულებით IHNV-ს წინააღმდეგ 1:50-ზე (მოცულობა/მოცულობაზე) განზავებისას ან როგორც განსაზღვრულია რეფერენს ლაბორატორიის მიერ ანტიშრატის შესაძლო ციტოტოქსიურობასთან დაკავშირებით;
გ) IPNV-ის, ადგილობრივი სეროტიპების საწინააღმდეგო ანტიშრატის 1:50-ზე (მოცულობა/მოცულობაზე) განზავებისას ან როგორც განსაზღვრულია რეფერენს ლაბორატორიის მიერ ანტიშრატის შესაძლო ციტოტოქსიურობასთან დაკავშირებით;
დ) მხოლოდ საკვები არე (პოზიტიური კონტროლი).
3. თითოეული ვირუსის სუპერნატანტ-შრატის ნარევისგან, არანაკლებ ორი უჯრედოვანი კულტურა ინოკულირდება 50 მკლ-ით და შემდეგ ინკუბირდება 150C ტემპარატურაზე. CPE–ის განვითარება მოწმდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლში მითითებული მოთხოვნების თანახმად.
4. ზოგიერთი VHSV შტამი არ რეაგირებს ნეიტრალიზაციის ტესტებზე. ასეთი იზოლატები უნდა განისაზღვროს IF-თი ან ELISA-თი.
5. შეიძლება ალტერნატივის სახით გამოყენებულ იქნეს ნეიტრალიზაციის სხვა ტესტები, რომელთა ეფექტურობა აღიარებული