1. VHS-სა და IHN-ის   დიაგნოსტიკისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს ამ პუნქტით განსაზღვრული ერთი ან მეტი მეთოდი:

ა)  ვირუსის გამოყოფა ჩვეულებრივი მეთოდით შემდგომში  ვირუსის სეროლოგიური იდენტიფიკაციით;

ბ) ვირუსის გამოყოფა   სეროლოგიურ  იდენტიფიკაციასთან ერთდროულად;

გ)  დიაგნოსტიკის სხვა მეთოდები (IFAT, ELISA).

2. აღიარებული ზონის ფერმაში VHS-ის ან/და IHN-ის პირველი შემთხვევის დადასტურებისათვის, არ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული მეთოდები.

3. აღიარებული ზონის ფერმაში VHS-ის ან/და IHN-ის პირველი შემთხვევის დადასტურებისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ მეთოდებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს ამ  მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“  ქვეპუნქტში მითითებული მეთოდებიც.

4. ვირუსოლოგიური გამოკვლევისთვის განკუთვნილ ქსოვილის მასალას, ზოგიერთ შემთხვევაში, უნდა ახლდეს დამხმარე მასალა ბაქტერიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ჰისტოლოგიური ან სხვა გამოკვლევებისთვის, რომელიც იძლევა დიფერენციული დიაგნოზის დასმის საშუალება