1. ჯანმრთელობის შემოწმების პროგრამა შესაძლოა ინიცირებულ იქნეს მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ შემთხვევაში:
ა) VHSV-თან ან/და IHNV-თან დაკავშირებით აღმოფხვრის პროგრამის ოფიციალურად მიჩნევის შემდეგ (მათ შორის ფერმიდან ყველა თევზის გატანის, გაწმენდის, დეზინფექციისა და ორთქლით დამუშავების შემდეგ), აღიარებული ფერმიდან თევზის მარაგის შევსებამდე;
ბ) VHSV-ს ან/და IHNV-ს ინფექციის ისტორიის არარსებობისას თევზის ფერმაში.
2. ჯანმრთელობის შემოწმების პროგრამა უნდა ეფუძნებოდეს როგორც კლინიკურ შემოწმებებს, ისე ლაბორატორიული გამოკვლევებს.
3. ორი წლის განმავლობაში პროგრამა უნდა შეიცავდეს კლინიკური ჯანმრთელობის შემოწმებას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3-მე-19 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
4. სულ მცირე ერთი შემოწმებისას, რომელიც ტარდება ყოველ წელს, 30 თევზის ქსოვილი და/ან საკვერცხის სითხის ნიმუშები უნდა შეგროვდეს თითოეული ფერმიდან. ნიმუშები უნდა შეირჩეს, მომზადდეს და დაექვემდებაროს ლაბორატორიულ გამოკვლევას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3-23-ე და 25-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
5. ჯანმრთელობის შემოწმების პროგრამა უნდა განხორციელდეს არანაკლებ ოთხი წლის განმავლობაში ზონის ყველა ფერმაში ან აუღიარებელი ზონის ფერმაში აღიარების მიზნით.
6. ჯანმრთელობის შემოწმების პროგრამა მიიჩნევა ოფიციალურად, როდესაც VHS-ის ან IHN-ის არც ერთი შემთხვევას არ ჰქონია ადგილი კერძოდ, არ გამოვლენილა კლინიკური ინფექცია ან არ მომხდარა ვირუსის გამოყოფა.
ტიტრაციის პროცედურა უჯრედოვანი კულტურის ინფექციის მიმართ ამთვისებლობის გადამოწმების მიზნ