1. სუპერნატანტი, რომელიც მომზადებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შეიძლება გამოკვლეულ იქნეს IFAT-ის ან ELISA-ს ტესტით ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 ან მე-19 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ეს სწრაფი მეთოდები უნდა იქნეს შევსებული ვირუსოლოგიური გამოკვლევით ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, 48 საათის განმავლობაში, ნიმუშის აღების შემდეგ, თუ მიღებულია უარყოფითი შედეგი ან მიღებულია დადებითი შედეგი მასალით, რომელიც წარმოადგენს IHN-ის ან VHS-ის პირველ შემთხვევას აღიარებულ ზონაში.
2. ქსოვილის მასალა შეიძლება დაექვემდებაროს დიაგნოსტიკის სხვა მოთოდს, როგორიცაა RT-PCR, IF გაყინული სექციაზე იმუნოჰისტოქიმია ფორმალინით ფიქსირებული ქსოვილის მასალაზე. ამ მეთოდს ყოველთვის თან უნდა ახლდეს არაფიქსირებული ქსოვილის მასალის ინოკულაცია უჯრედოვან კულტურებზე.
VHS-ის ან/და IHN-ის არარსებობის დოკუმენტირებული ისტორია ზონაში და აუღიარებელი ზონის ფერმა