1. ერთდროულად ვირუსის გამოყოფისა და სეროლოგიური იდენტიფიკაციისათვის, გამოსაკვლევი ნიმუშების შერჩევა ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის  21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. თევზიდან აღებული ნიმუშების მომზადება და გადაგზავნა ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის    მე-6 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

3. დამატებითი სადიაგნოსტიკო მასალის შეგროვება ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4. ორგანოების ჰომოგენიზაცია ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-9  მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

5. ჰომოგენატი ცენტრიფუგირდება გაგრილებულ/გაციებულ ცენტრიფუგაში 2°C-5°C ტემპერატურაზე 2 000-დან 4 000-მდე ბრ/წთ 15 წუთის განმავლობაში და  სუპერნატანტი იკრიბება და მუშავდება ოთხი საათის განმავლობაში 15°C ტემპერატურაზე  ანტიბიოტიკებით, მაგალითად,  გენტამიცინი 1 მგ/მლ, ან იფილტრება (0,45 მკმ)  დაბალი ცილოვანი გარსის დამჭერი მემბრანით.

6. სუპერნატანტის დამუშავება სადიაგნოსტიკო ანტიშრატით ხორციელდება  ანტიბიოტიკით დამუშავებული ან მემბრანულ ფილტრზე გაფილტრული ორგანოს სუსპენზიით, რომელიც განზავებულია  1:10 და 1: 1 000 უჯრედოვანი კულტურის საკვებ არეში და ალიკვოტი შერეულია და ინკუბირებულია 60 წუთის განმავლობაში 15°C ტემპარატურაზე ამ  ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლში მითითებული რეაგენტების თანაბარი ნაწილებით.

7. უჯრედოვანი კულტურები და საკვები არე გამოიყენება ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-11 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

8. უჯრედოვანი კულტურების ინოკულაციის დროს თითოეული ვირუს-შრატის ნარევისგან, რომელიც მომზადებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, არანაკლებ ორი უჯრედოვანი კულტურა თითოეულ უჯრედულ ხაზში ინოკულირდება 50 მკლ-ით.

9. უჯრედოვანი კულტურების ინკუბაცია ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-11 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

10. მიკროსკოპიის დროს ინოკულირებული უჯრედოვანი კულტურები მოწმდება ყოველდღიურად  CPE-ის არსებობაზე 40-დან 150 გადიდებით. თუ CPE თავიდან იქნება აცილებული ერთ-ერთი გამოიყენებული ანტიშრატით, შესაბამისად ვირუსი  შეიძლება ჩაითვალოს  იდენტიფიცირებულად.

11. თუ CPE არ იქნება თავიდან აცილებული ნებისმიერი ანტიშრატით, უნდა შესრულდეს ვირუსის  იდენტიფიცირების პროცედურა ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-16-მე-19 მუხლებით  დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

12. თუ CPE არ წარმოიქმნება 7-დან 10 დღის განმავლობაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, სუბკულტივაცია უნდა შესრულდეს კულტურებიდან, რომელიც ინოკულირებულია  სუპერნატანტს  დამატებული საკვები არეთი ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისა