1. თითოეული ვირუსის იზოლატის იდენტიფიკაციისათვის, არანაკლებ რვა მინასაფარი ან ექვივალენტი ითესება უჯრედების ისეთი  სიხშირით, რომელიც იწვევს დაახლოებით 60%- 90%  დაფარვას 24 საათიანი კულტივირების შემდეგ. ამ მიზნით რეკომენდებულია EPC უჯრედები   მინის ზედაპირების მიმართ  ძლიერი  შეერთების გამო, თუმცა შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვა უჯრედის ხაზებიც, როგორიცაა BF-2, RTG-2 ან FHM.

2. როდესაც  უჯრედები ილექება მინის ზედაპირზე დათესვიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ან როდესაც კულტურები უკვე ინკუბირებულია 24 სთ-მდე,  საიდენტიფიკაციო ვირუსი უნდა იქნეს ინოკულირებული. ოთხი კულტურა ინოკულირებულია 1:10 მოცულობის   თანაფარდობით და ოთხი კულტურა 1: 1 000 თანაფარდობით. შემდეგ ისინი ინკუბირდება 150C ტემპარატურაზე, 20-30 საათის განმავლობაში.

3. ინკუბაციის შემდეგ,  კულტურები ირეცხება ორჯერ Eagle’s MEM-ში შრატის გარეშე, შემდეგ ფიქსირდება 80%-იან ყინულივით ცივ აცეტონში და იღებება ორფენიანი IFAT-ის საშუალებით. პირველი რეაგენტის ფენა შედგება ეტალონური ხარისხის პოლიკლონური ან მონოკლონური ანტისხეულებისგან, მეორე რეაგენტის ფენა არის ფლუოროქრომ-კონიუგირებული ანტიშრატი გამოყენებული იმუნოგლობულინების პირველ ფენაში. თითოეული ტესტირებული ანტიშრატისთვის არანაკლებ ერთი დიდი დოზის და ერთი პატარა დოზის ინოკულირებული  კულტურები  უნდა შეიღებოს. ტესტი  უნდა მოიცავდეს შესაბამის დადებით და უარყოფით კონტროლს. რეკომენდებულია ისეთი ფლუოროქრომები,  როგორიცაა FITC ან TRITC.

4. მიკროსკოპული კვლევისათვის შეღებილ  კულტურებს ემატება გლიცერინის ხსნარი და მოწმდება ულტრაიისფერ (UV) სინათლეზე. გამოიყენება 10 ან 12 გადიდების ოკულარი  და  25 ან  40 გადიდების  ობიექტივის ლინზა რიცხვობრივი აპერტურით  > 0,7 და > 1,3 შესაბამისად.

5. ამ მუხლით განსაზღვრული IF მეთოდის გარდა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა აღიარებული ეფექტური IF მეთოდები ეტალონური ხარისხის უჯრედულ კულტურებთან, ფიქსაციასთან და ანტისხეულებთან დაკავშირები